#რადიოკალენდარი - დედა ენის დღე
#რადიოკალენდარი - დედა ენის დღე

1978 წლის 14 აპრილის მოვლენებიდან 41 წელი გავიდა. სტუდენტების საპროტესტო გამოსვლა, საბჭოთა კონსტიტუციის პროექტის ერთი მუხლის წინააღმდეგ, საბჭოთა სისტემის დროს უპრეცენდენტო მოვლენა გახლდათ. გრანდიოზულმა საპროტესტო მიტინგმა ხელი შეუშალა კრემლის გადაწყვეტილებას, საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში გამქრალიყო მუხლი სახელმწიფო ენის სტატუსის შესახებ. 1998 წლიდან, 14 აპრილი დედაენის დღედ არის გამოცხადებული.
„რადიოკალენდარში“ 14 აპრილის მოვლენებზე გადეცმის ავტორი ილია თავბერიძე, მკვლევარ ანა ბაქანიძეს ესაუბრება, რომელმაც 14 აპრილის მოვლენიდან 40 წლის შემდეგ ერთ კრებულში გააერთიანა დოკუმენტები და ზეპირი ისტორიები.