#რადიოკალენდარი - ცეკვის დღე
#რადიოკალენდარი - ცეკვის დღე

29 აპრილი ცეკვის საერთშორისო დღეა, რომელიც ქორეოგრაფიაში ყველა სტილის აღსანიშნავად, იუნესკოს საერთაშორისო ცეკვის საბჭოს ინიციატივით 1982 წელს დააარსდა. თარიღი ფრანგი ბალეტმაისტერის, თეორეტიკოსის და რეფორმატორის ჟან ნოვერის დაბადების დღეს დაამთხვიეს. ნოვერი პირველი გამოვიდა მოსაზრებით, რომ საბალეტო სპექტაკლი, როგორც საოპერო ცალკე შეიძლებოდა დადგმულიყო. მისი თეორიული ნაშრომი „წერილები ცეკვისა და ბალეტის შესახებ“ საკმაოდ ცნობილია და პოპულარულია დღემდე. გადაცემის ავტორი ილია თავბერიძე თანამედროვე ცეკვის მკვლევართან, ფილოსოფოს ხათუნა მზარელუასთან ქორეოგრაფიის შესახებ საუბრობს.