პიკის საათი - იაპონიაში მიგნებული ლადო გუდიაშვილის ნაკლებად ცნობილი ნახატი
იაპონიაში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ქალაქ უედას (ნაგანოს პრეფექტურა) რიოჰეი კომიამას სახელობის გამომცემლების მუზეუმს ესტუმრა, სადაც ბატონი კომიამას შვილებს შეხვდა და დაწვრილებით შეიტყო მათი მამის საქართველოსთან კავშირზე, ურთიერთობებზე, რომელიც მას ლადო გუდიაშვილთან, რეზო ჩხეიძესთან და კულტურის სხვა მოღვაწეებთან აკავშირებდა.
მამის გარდაცვალების შემდეგ, ეს კავშირი ფაქტობრივად გაწყდა. მუზეუმში შემონახული ფოტოები უსიტყვოდ გადმოსცემს ბატონი კომიამას მიერ წლების განმავლობაში შექმნილ ისტორიას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის თვალსაზრისით.
სატელეფონო ჩართვა იაპონიიდან: თეიმურაზ ლეჟავა – იაპონიაში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.
წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: