5 ივლისს, სოციალური მომსახურების სააგენტო, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ფესტივალს გამართავს.
ფესტივალის მონაწილეებს 60-მდე კომპანია 1000-ზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებს.სამუშაო ადგილები სადაზღვეო, საბანკო, სამომხმარებლო-სავაჭრო, სააფთიაქო, ენერგეტიკისა და რკინიგზის სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი. დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა, 18-დან 36 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეუძლიათ.
სტუმარი: მარიამ ბეზარაშვილი – სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი.
წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.