პიკის საათი - „იდენტობა“ - გუდალეთისა და ვარჯაანის ეკლესიების რეაბილიტაცია
პიკის საათი - „იდენტობა“ - გუდალეთისა და ვარჯაანის ეკლესიების რეაბილიტაცია

კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. გუდალეთში ადგილობრივი თემის ინიციატივის საფუძველზე, ფონდი „ქართუ“-ს დაფინანსებითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გუდალეთის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. შეგახსენებთ, რომ სოფ. გუდალეთის ახლომდებარე ნასოფლარ ვარჯაანში მიმდინარე წელს დასრულდა განვითარებული ფეოდალური ხანის მთავარ ანგელოზის ეკლესიის რეაბილიტაციის პროცესიც.

რუბრიკის წამყვანი: ნიკა ანთიძე – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.