პიკის სათი - 25.05.2023
პიკის სათი - 25.05.2023

1) 26 მაისის პროგრამა სხვადასხვა ქალაქში

რესპონდენტები: ლევან ანდრიაშვილი – თელავის მუნიციპალიტეტის მერი;

დავით ნოზაძე – მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული;

რამაზ შიოშვილი – გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა  და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი;

ელეონორა გოგოლაშვილი – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის  მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი;

პაატა ლაგვილავა – სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის უფროსი.

ირაკლი შაფათავა – ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ტრადიცია და კულტურა მსოფლიოში

– 1918-1921 წლების მნიშვნელოვანი ღონისძიებების განუყოფელი სიმბოლო „ქალბატონი საქართველო“;

– პიროტექნიკა, რომლითაც 4 ივლისის ამერიკული ცაა განათებული;

– ოჯახური შეკრებები და ცაში გაშვებული ფერადი ფრანები ინდოეთში.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) 26 მაისს საქართველოს რადიო რუსთველის გამზირიდან მაუწყებლობს

საინტერესო სტუმრები, საყვარელი მუსიკა და სადღესასწაულო განწყობა. 26 მაისი – ეს დღე ჩვენია!

უყურე და უსმინე საქართველოს რადიოს სპეციალურ ეთერს 1tv.ge-ზე.

რეპონდენტები: შავლეგ გეგეჭკორი – „ჩაი ორისთვის“ წამყვანი,

ვახო ხვიჩია – აკუსტიკის წამყვანი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

4) ქართული შრიფტი XXI საუკუნის პირისპირ

„ასეთი უნიკალური დამწერლობის ქვეყანაში შრიფტის მუზეუმი არ გვაქვს. შრიფტის მუზეუმი – ეს ჩემი ოცნებაა!“, – ნინო ჯიშკარიანი.

– შრიფტის განვითარების გზა ვახტანგ VI სტამბიდან დღემედე;

– შრიფტის ლაბორატორია: მხატვრები, კალიგრაფები, ენათმეცნიერები, ფსიქოლოგები და ოფთალმოლოგებიც კი;

– ქართული შრიფტი XXI საუკუნის გამოწვევების პირისპირ.

სტუმარი: ნინო ჯიშკარიანი – ასოციაცია „ქართული შრიფტის“ პრეზიდენტი; მხატვარი; გრაფიკოსი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

5) ქალაქ ოზურგეთში ბენიამინ ჩხიკვიშვილის ბიუსტის დადგმა იგეგმება

ქალაქ ოზურგეთში ქართველი პოლიტიკოსის, სოციალ-დემოკრატის, 1919-20 წლებში თბილისის მერის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს არაერთი მაღალი თანამდებობის მქონე პირის და, რაც მთავარია, გურიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბენიამინ ჩხიკვიშვილის ბიუსტი დაიდგმება.

რესპონდენტი: ირაკლი მახარაძე – რეჟისორი; მწერალი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: