პიკის სათი - 14.03.2023
პიკის სათი - 14.03.2023

1) ხუთი ქალი მთამსვლელის ამბავი

ქართული, ისევე, როგორც საბჭოთა ალპინიზმის დასაბამად ითვლება 1923 წელი, როდესაც მყინვარწვერზე ერთდროულად ორი ასვლა განხორციელდა.

პირველ 18 კაციან ექსპედიციას ხელმძღვანელობდა ქართველი მათემატიკოსი და გეოგრაფიული საზოგადოების დამფუძნებელი გიორგი ნიკოლაძე. მისი გუნდი, რომელიც მყინვარზე 28 აგვისტოს ავიდა, 13 მამაკაცისაგან და 5 ქალისაგან შედგებოდა.

ზუსტად 100 წლის წინ, ქალთა უნარებისა და შესაძლებლობების მსგავსი აღიარება ნამდვილად იშვიათი იყო, არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ საზღვარგარეთის ქვეყნებისთვისაც.

რესპონდენტი: ნიკოლოზ ალავიძე – კომპანია „ალტიჰატის“ დამფუძნებელი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) პროფესია უჩარჩოოდ

– მნიშვნელოვანია იყო სტუდენტების თანამებრძოლი, რადგან სცენა მხოლოდ შემოქმედებითი უნარების გამოსავლენი ადგილი კი არაა, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილებისაც.

– არ არსებობს მოვლენა, რომელიც მუსიკაში ვერ აისახოს, რადგან გრძნობები არ იცვლება, იცვლება მხოლოდ გამოხატვის ფორმები.

– შრომა ის აქტივია, რომლითაც საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებაა შესაძლებელი.

– ყველა, ვინც ასწავლის, გაღვიძებიდან დაძინებამდე, ახალი ინფორმაციის მოძიებით, ათვისებითა და გადაცემით უნდა იყოს დაკავებული, რათა მზად იყოს იმ კითხვებისა და გამოწვევებისთვის, რაც მას აუცილებლად დახვდება აუდიტორიაში 21-ე საუკუნის ახალგაზრდისგან.

სტუმარი: ირაკლი ევსტაფიშვილი – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი; ეროვნული სიმფონიური ორკესტრის წევრი, ფლეიტისტი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

3) კენძაბურო ოე

13 მარტს ნობელის პრემიის ლაურეატის კენძაბურო ოეს გამომცემელმა განაცხადა, რომ მწერალი 88 წლის ასაკში 3 მარტს გარდაიცვალა.

„მე ვარ მწერალი პერიფერიიდან. ის ვინც პერიფერიიდან წერს კაცობრიობაზე, მაგრამ წარმოაჩენს ადამიანს, როგორც ცენტრალურ არსებას“ – თანამედროვე იაპონელი მწერლის ბიოგრაფია და შემოქმედება, რომელიც მწერლის ბიოგრაფიასთან ერთად იაპონური ტრადიციისა და დასავლური ღირებულებების ნაზავია.

სიუჟეტში გამოყენებულია ბერკლის უნივერსიტეტის მიერ 1999 წლის ჩანაწერი, ჰარი კრეისლერის ინტერვიუ.

რესპონდენტი: იასუჰირო კოჯიმა – იაპონელი ქართველოლოგი.

ავტორი: ელენე ტუშური

 

4) ქართული თეატრის კვირეული ინდოეთში

27 წლის წინ პირველად, ინდოეთის ქალაქ აგრაში ადგილობრივებს თეატრში წასვლის შესაძლებლობა ისევ მიეცათ.

მაყურებლის წინაშე ქართული დასები წარდგნენ. თეატრალურ წარმოდგენებს წინ გამოფენა „გაგრადან აგრამდე“ და საქართველოს შესახებ მცირე საინფორმაციო კამპანიაც უძღოდა.

15 მარტიდან თავისუფალი, ათონელის, ოზურგეთისა და ცხინვალის თეატრების სპექტაკლებს ქალაქ ჯაიპურშიც იხილავენ.

რესპონდენტი: დარისპან (დარპან) პრაშერი – კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

5) ირლანდიური მუზის სამყარო

14 მარტს, 17 საათზე, მწერალთა სახლში ლიტერატურული საღამო გაიმართება, რომელზეც ნანა შალამბერიძე ირლანდიური პოეზიის ანთოლოგიას, ირლანდიური ლეგენდებისა და ზღაპრების კრებულს და საკუთარ ეპიკურ პოემას „ლირის შვილებს“ წარადგენს.

სტუმარი: ნანა შალამბერიძე – ქართულ-ირლანდიური ცენტრის ხელმძღვანელი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდსიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: