1) „გაიცანი კომპოზიტორები“
საინტერესო ამბები, კარგი მუსიკის მოსმენა, არანაირი დავალება, შთაბეჭდილებების გაზიარება, ინტელექტუალური თამაშები, მუსიკალური და სახალისო თავსატეხები.
სწორედ ამ აქტივობებს მოიცავს შემეცნებითი მუსიკალური კურსი, რომლის მიზანია მოზარდს შეუყვარდეს კლასიკური მუსიკა, ახლოს გაიცნოს მსოფლიოს დიდი კომპოზიტორები, მოისმინოს საინტერესო ამბები მათი ცხოვრებიდან და მათ მიერ შექმნილი პოპულარული თუ ნაკლებად ცნობილი მუსიკალური შედევრები.
რესპონდენტები: თეა მუქერია – მუსიკოსი; საქართველოს სიფონიეტას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი,
ნინო ახალაია – „IQ აკადემიის“ დამფუძნებელი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
2) პრეზიდენტი პეტრ პაველი
ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეკორდული რაოდენობის ამომრჩეველი დაფიქსირდა, რომელთა ხმათა უმრავლესობა ყოფილ გენერალ პეტრ პაველს ერგო.
პეტრ პაველი გენერლობამდე, სამხედრო სამსახურსა და პრეზიდენტის ამპლუაში.
ავტორი: ელენე ტუშური
3) ავტოპორტრეტი სარკესთან
როგორ ირეკლება ავტორი სამყაროში და პირიქით – გარემო მის გამოსახულებაში – დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ასი წლის განმავლობაში შექმნილი ავტოპორტრეტების რეტროსპექტივას უმასპინძლებს.
4 თებერვლიდან 12 მარტის ჩათვლით დამთვალიერებელი სხვადასხვა თაობის ქართველი მხატვრების ნამუშევრებს იხილავს.
სტუმარი: ქეთი შავგულიძე – გამოფენის კურატორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე
4) ქალი, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული რომანისტიკის განვითარება საქართველოში
„მას უფრო მეტი დაფასება ეკუთვნის, ვიდრე დღეს აქვს. მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობა და ლიტერატურული საქმიანობა უფრო მეტადაა საკვლევი…“
ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას დაბადებიდან 155 წელი გავიდა.
სტუმარი: ნინო ვახანია – ლიტერატურათმცოდნე.
წამყვანი: სოფო გოდუაძე
5) ფინანსური დამოუკიდებლობა ადრეული ასაკიდან
ფინანსური დამოუკიდებლობის სურვილი მოზარდებში, მიზეზები და საფრთხეები.
რესპონდენტები: ნინო საძაგლიშვილი – ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქრისტიანული ეთიკის მაგისტრი,
ქეთევან კობალაძე – ფსიქოლოგი.
ავტორი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: