ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით, საქართველოს რაიონებში პროექტი „ზაფხულის კინოსკოლა“ დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიან სოფლებში კინოსპეციალისტების მივლინებას, სადაც 2 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად გაიმართება კინოჩვენებები, მოეწყობა დისკუსიები, კინოსკოლელები გადაიღებენ მოკლემეტრაჟიან ფილმებს, ფოტოებს და მოამზადებენ პრეზენტაციებს კინოს თემაზე. პროექტში ჩართულია 25 სოფელი, მათ შორის განმუხურის, ხურვალეთის, ნიქოზის, მეჯვრისხევის, ურავის, მერეთის, ორსანტიისა და ველევის სკოლები.
პროექტი „ზაფხულის კინოსკოლა“ 8 ივლისს დაიწყო.
რესპონდენტები: თეა გაბიძაშვილი – ეროვნული კინოცენტრის რეგიონული პროექტების მენეჯერი. ნატო გაბუნია – კონომისიონერი. ლიკა ჯალაღონია – საზაფხულო კინოსკოლის მონაწილე.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.