ოთხშაბათს, 20 ნოემბერს, 22:40 საათზე, პირველი არხის ეთერში, ნახეთ „გამომძიებელი რეპორტიორის“ ფილმი „წყლის მაძიებელი საქართველო“.
საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში, დღეების განმავლობაში, დამშრალი ონკანები. მეორადად ქცეული ქალაქების კორპუსებში, სართულებზე განლაგებული ანტისანიტარია და წყლის ბიდონებით გადავსებული ბინები. წლობით გადავადებული პროექტები და დახარჯული მილიონები, რომლებსაც შედეგად ვერა და ვერ მოჰყვა წყალი ჩვენს სახლებში. სახელმწიფო უწყებებსა და კერძო კომპანიებს შორის დაკარგული წყლის დაუჯერებელი ამბები – ერთი ქალაქის, ერთი სოფლის, ერთი სააგარაკე დაბის მაგალითზე.
სტუმარი: ლია ტოკლიკიშვილი – ჟურნალისტი.
წამყვანები: ნიკა ლობილაძე და გიორგი სიხოტაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: