ტელესკოლის ეთერში ახალი პროექტი „წითელი სკამი“ იწყება, რომელიც ყოველ კვირას, 21:00 საათზე გავა ეთერში.
13-18 წლის მოზარდებისთვის განკუთვნილი გადაცემა მათთვის თავისუფალი სივრცის შექმნას ისახავს მიზნად. რას ფიქრობენ, რა აწუხებთ და რა აინტერესებთ – ამ ყველაფერს პროექტის მონაწილეები იმ პერსონასთან ერთად გაარკვევენ, ვისაც თავად შეარჩევენ და დასვამენ წითელ სკამზე.
სტუმრები: თამარ ციციშვილი – პროექტის ავტორი და რეჟისორი,
გიორგი არჩვაძე – უხილავი წამყვანი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: