20 ივნისს, მზიურის პარკში, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, წიგნის ფლიმარკეტს პირველ გამართავს. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია ყველასთვის, ვისაც უყვარს კითხვა და ვინილის დისკები.
ფლიმარკეტზე წიგნებს გაყიდიან როგორც კერძო პირები, რომლებიც გასაყიდ წიგნებს პირადი ბიბლიოთეკიდან გამოიტანენ, ასევე, ბუკინისტები და წიგნის მაღაზიები. ამრიგად, მყიდველს ექნება არჩევანი – შეიძინოს მეორეული ან სრულიად ახალი წიგნი. შესაძლებელი იქნება, წიგნების როგორც გაყიდვა, ისე გაცვლა ან გაჩუქება.
პირველი ფლიმარკეტის თემა იქნება წიგნები და მუსიკა. ამრიგად, წიგნის თემაზე შექმნილი ნივთების გარდა, გაიყიდება მეორეული ვინილის ფირფიტებიც, ხოლო, მცირე სცენაზე, რამდენიმე მუსიკის მოყვარული, საკუთარი ვინილის კოლექციიდან, რჩეულ კომპოზიციებს დაუკრავს.
სტუმრები: ნიკა ესებუა – „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტების კოორდინატორი; ოთო ჯანგავაძე – მელომანი
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: