„ვწერ მასწავლებლისთვის“ ლიტერატურული კონკურსია, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება.
კონკურსის მიზანი მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერაა. საუკეთესო მოთხრობა უნდა ემსახურებოდეს სწორი ღირებულებების დამკვიდრებას სასკოლო გარემოში, აღწერდეს თანამედროვე სასკოლო ცხოვრებას, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის სირთულეებს და სახავდეს მათი დაძლევის გზებს.
საუკეთესო ათეული მიმდინარე წლის 23 სექტემბერს დასახელდება, ხოლო სამი გამარჯვებული მოთხრობა 30 სექტემბერს დაჯილდოვდება.
სატელეფონო ჩართვა: ნატო ინგოროყვა – პოეტი, მთარგმნელი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჟურნალ „მასწავლებელის“ და ინტერნეტგამოცემა mastsavlebeli.ge-ს მთავარი რედაქტორი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: