პიკის საათი - „ვორლდ თრაველ ევორდსის“ დაჯილდოება / თოკების პარკი / სოფელი ხიდისთავი
– „ვორლდ თრაველ ევორდსის“ დაჯილდოება
მსოფლიო ტურიზმის ოსკარად წოდებულ „ვორლდ თრაველ ევორდსის“ დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ევროპის წამყვანი, მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. რა შედეგებს უნდა ელოდოს ბათუმი, აჭარა და საქართველო გამარჯვების შემთხვევაში?
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტის უფროს სულხან ღლონტს ბარბარე ბენაშვილი ესაუბრა.
– თოკების პარკი
მაისში, ალგეთის ეროვნულ პარკში, თოკების პარკი გაიხსნება. პარკი დაბა მანგლისში განთავსდება და როგორც უფროსებისთვის, ასევე ბავშვებისთვისაც იქნება განკუთვნილი.
რესპონდენტი: ავთანდილ მჭედლიძე – ალგეთის ეროვნული პარკის დირექტორი.
ავტორი: ზურა კეკელიძე.
– სოფელი ხიდისთავი
ყოველ ორშაბათს, 07:50-ზე, „პიკის საათი“ წარმოგიდგენთ ჩანაწერების ციკლს, „საქართველოს სოფლები“.
ავტორი: ივანე ჯაფარიძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.