მაშინ, როდესაც განუწყვეტლად ისმის კითხვები ახალი ვირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით და ადამიანები მედიითა თუ სოციალური ქსელებით გავრცელებულმა ურთიერთგამომრიცხავმა ინფორმაციამ დააბნია, ნიუ-იორკის ერთ-ერთი ჰოსპიტალის ბოქსირებული განყოფილების ექიმის ქართველი ასისტენტი მუდმივად ცდილობს გამოცდილება გაგვიზიაროს და ახალ ვირუსთან ბრძოლის დეტალები გაგვაცნოს.
,,ეს ვირუსი ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა და ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია ვისწავლოთ მისი სწორად მართვა. სოციალურ დისტანციას და ნიღბებს ალტერნატივა არ აქვს, იმ დრომდე, ვიდრე მოსახლეობის დიდი ნაწილის იმუნური სისტემა საპასუხო რეაქციას არ გამოიმუშავებს“ – ამბობს ზურაბ ზურაბიშვილი და დასძენს, რომ ,,იმ შემთხვევაშიც კი თუ ავად ხართ, მიეცით ორგანიზმს ბრძოლის საშუალება და გჯეროდეთ რომ გაიმარჯვებთ. რწმენა საუკეთესო წამალია ამ ეტაპზე!“
სატელეფონო ჩართვა ნიუ-იორკიდან: ზურაბ ზურაბიშვილი – ექიმის ასისტენტი Mount Sinai Beth Israel-ის ჰოსპიტალში.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: