საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ეთერ თათარაიძისა და ამირან არაბულის მიერ შედგენილი ორენოვანი კრებულის „ვიცანი, ღმერთო, სამყარო“ წარდგინება გაიმართება.
წიგნში იხილავთ ფრაგმენტებს ვაჟა-ფშაველას ნაწერებიდან, ქართველ მწერალთა და მკვლევართა შეფასებებიდან;
მოგონებებს თიანეთის მხარეთმცოდნეობის საარქივო მასალებიდან და ასევე ვაჟასეული ადგილების ამსახველ 200-ზე მეტ ფერად ფოტოსურათს.
რესპონდენტები: ეთერ თათარაიძე, ამირან არაბული – ფოლკლორისტები.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: