პიკის საათი - „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე შექმნილი სამაგიდო თამაშების გამოფენა
22 იანვარს, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ახალგაზრდა ხელოვანისა და ლიტერატურათ მცოდნეს, ლევან გელაშვილის მიერ შექმნილი სამაგიდო თამაშების გამოფენასა და შეჯიბრებას უმასპინძლებს.
ღონისძების ფარგლებში საგანგებოდ ერთი დღით გამოიფინება ე. წ. „წერეთლისეული“ „ვეფხისტყაოსნის“ ორიგინალი. პარალელურად დაგეგმილია სხვადასხვა საბავშვო ინტერაქტივი.
სტუმრები: ლევან გელაშვილი – პროექტის ავტორი. ნესტან ბაგაური – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განათლებისა და გამოფენების განყოფილების უფროსი.