7 ივნისს, ახალ თეატრში, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი ქართველი დირიჟორისა და კომპოზიტორის, მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტზე გიწვევთ.
საღამოში ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მეცო-სოპრანო მილენა ტალახაძე და ალტისტი იოანე ტუღუში მიიღებენ მონაწილეობას.
გაიმართება ვახანგ მაჭავარიანის ნაწარმოების „შთაბეჭდილებები 2020“ პრემიერა. აგრეთვე, შესრულდება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – სიმფონია N3 და იგორ სტრავისკის – სიუიტა ბალეტიდან „ფასკუნჯი“.
სტუმარი: ვახტანგ მაჭავარიანი – დირიჟორი; კომპოზიტორის.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: