„იმედი მაქვს, რომ თანამედროვე ქალების ლიტერატურული მესიჯი უკეთ დაეხმარება გერმაულენოვან ევროპას, უფრო ღრმად გაუგოს რუსეთისგან ოკუპირებულ საქართველოს“ – ამბობს პოეტი და მთარგმნელი ირმა შიოლაშვილი, რომელმაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის თემაზე 15 თანამედროვე პროზაიკოსი ქართველი ქალის ნაწარმოებები თარგმნა. წიგნი Pop-Verlag-ის გამომცემლობაში დაიბეჭდა.
კრებული „უსაზღვროდ“ საბავშვო მწერალ ლელა ცუცქირიძის იდეით, ქეთი დუმბაძის ინიციატივით, კულტურის სამინისტროს, პროექტ „ცოცხალი წიგნებისა“ და მწერალთა სახლის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.
სატელეფონო ჩართვა, გერმანიიდან: ირმა შიოლაშვილი – ჟურნალისტი; პოეტი; მთარგმნელი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: