„უორდროპების საქართველო – ისტორია და დღევანდელობა“, – ამ სათაურით ექსპოზიციას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მასპინძლობს. გამოფენაზე გამოტანილ ექსპონატებს შორის არის უორდროპების მეგობრული და საქმიანი წერილები ილია ჭავჭავაძეს, ოლღა გურამიშვილს, ექვთიმე თაყაიშვილს და კორნელი კეკელიძეს. ასევე ინგლისურიდან ნათარგმნი უნიკალური წიგნები. გამოფენის ფარგლებში ლექციებიც ჩატარდება.
სტუმრები: ნესტან ბაგაური – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: