21 ივნისს, კონსერვატორიის მცირე დარბაზში შედგება კამერული მუსიკის საღამო თამარ ლიჩელის, გრიგორი ამბარცუმიანისა და ლიზი რამიშვილის მონაწილეობით. ეს არის უკრაინის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის ეროვნული მუსიკალური აკადემიისა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ერთობლივი პროექტი უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად.
ივლისში ლიზი რამიშვილი ხუთ კონცერტს საფრანგეთში გამართავს. ამჯერად უკრაინის მხარდამჭერი კონცერტი ქართველი ჩელისტის მეგობარ უცხოელ მუსიკოსებთან ერთად შედგება.
სტუმარი: ლიზი რამიშვილი – ჩელისტი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: