„ილია არათუ ამოწურული, ჯერ საფუძვლიანად შესწავლილიც კი არ არის“ – ამბობს ანდრო ბედუკაძე.
2022 წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 წელი სრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი, მთელი წლის განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შემოგთავაზებთ. მათ შორისაა შეხვედრების სერია სახელწოდებით „ილია 185“.შეხვედრების მიზანია ილია ჭავჭავაძის შემოქმედების ახლებური გააზრება და თანამედროვეობის ჭრილში მისი განხილვა. იყო წლები, როდესაც ილია ჭავჭავაძესთან მიმართებით კონიუქტურა მუშაობდა. შესაბამისად, მისი შემოქმედების გარკვეული დიდი წილი უცნობი იყო მკითხველისთვის. სწორედ ამიტომ შეიქმნა სერია „უცნობი ილია ჭავჭავაძე“. ამჯერად მკითხველი ამ სერიის უკვე მე-19 ტომს იხილავს.
სტუმარი: ანდრო ბედუკაძე – ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი
წამყვანი: სოფო გოდუაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: