პიკის საათი - „დღიური აკაკი ჩხენკელისა“
პიკის საათი - „დღიური აკაკი ჩხენკელისა“

„ბოლო 18 თვე აკაკი ჩხენკელთან ერთად ვიცხოვრე ფაქტობრივად. ერთად გავიარეთ ყოველი დღე 1918 წლის შემოდგომიდან 1921 წლის აპრილამდე.  ბევრჯერ არ დავეთანხმე, ბევრჯერ გადაჭარბებული მეჩვენა მისი შეფასებები, საკმაოდ ხშირად მაცინა, ბევრი მამოგზაურა როგორც ევროპაში, ისე საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში. არაერთი ადამიანი აქო და არაერთი გაკიცხა. ბევრი ილაპარაკა ევროპელ სოციალისტებზე, კავკასიაზე, ქართველ ხალხზე, ჩვენს მომავალზე, ომის შემდგომ ევროპაზე, რუსეთის რევოლუციაზე. უსაზღვროდ საინტერესო და ამავე დროს უზომოდ ამბიციური პიროვნება იყო.“ – ასე აფასებს ახალგაზრდა მკვლევარი გიორგი ჯავახიშვილი აკაკი ჩხენკელის საარქივო მასალაზე მუშაობის პერიოდს.

მალე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ გამოცემას „დღიური აკაკი ჩხენკელისა“ წარადგენს.

სტუმრები: გიორგი ჯავახიშვილი – თსუ-ის ბიბლიოთეკის დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის გამგე; მკვლევარი,

თამარ ხეტაშვილი – თსუ-ის ბიბლიოთეკის დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის თანამშრომელი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: