საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის ორგანიზებით „ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ონლაინ ფესტივალი“ მიმდინარეობს, რომელიც 12 სექტემბრამდე გასტანს. ფესტივალი მიზნად ისახავს ტრადიციული ხელობების პოპულარიზაციას, ტრადიციული ტექნიკის დოკუმენტაციას და ფართო საზოგადოებაში ოსტატების ცნობადობის ამაღლებას.
სტუმარი: ანა შანშიაშვილი – საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის ხელმძღვანელი.
სატელეფონო ჩართვა: უჩა ზედგენიძე – ქართული უნაგირის ოსტატი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: