„ბიბლუსი გალერეაში“ მკითხველს წიგნის მრჩევლის სახით ქართველი მწერლები ტორესა მოსი და თეა ინასარიძე დახვდებათ.
ტორესა მოსის „სიბრძნე სიცრუისა“ ახალგაზრდა მწერლის პირველი წიგნია. ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი გმირია ქალაქი, რომელიც ძალიან ჰგავს ნოტების რვეულს. ნოტის დრამა ისეთივე რთული და მრავალმხრივია, როგორიც თვით ცხოვრება…
„გათხოვილის დღიური“ თეა ინასარიძის ერთ-ერთი ბესტსელერია. წიგნში მოთხრობილია ახალგაზრდა, დაოჯახებული ქალის ცხოვრება, რომელიც ერთხელაც, აცნობიერებს, რომ იმდენად მოიცვა რუტინამ, რომ საკუთარი პერსონის დაკარგვის სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა და რომ ჭაობშია და თუ არ გაცურავს, უბრალოდ, დაიხრჩობა…
სატელეფონო ჩართვა: ტორესა მოსი, თეა ინასარიძე – წიგნის ავტორები.
წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.