პიკის საათი – „შუქი სულისა“ – ალმანახის პრეზენტაცია

15:40, 27.03.2019
-0:00

საქართველოს უსინათლოთა კავშირის მიერ გამოიცა ლიტერატურულ-მხატვრული ალმანახის „შუქი სულისა“ მორიგი ნომერი. ალმანახი უსინათლო ავტორთა შემოქმედებას, როგორც პოეზიას და პროზას, ასევე თარგმანებს მოიცავს. წარდგენა თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში შედგება. საღამოზე მსმენელის წინაშე წარდგება საქართველოს უსინათლოთა კავშირის ქალთა ანსამბლი „ლირა“.

სტუმარი: ცირა ვეფხვაძე – ალმანახის რედაქტორი.

სატელეფონო ჩართვა: რამაზ მაისურაძე – უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე.

წამყვანები: სოფო გოდუაძე  და ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

  

მსგავსი