საქართველოს უსინათლოთა კავშირის მიერ გამოიცა ლიტერატურულ-მხატვრული ალმანახის „შუქი სულისა“ მორიგი ნომერი. ალმანახი უსინათლო ავტორთა შემოქმედებას, როგორც პოეზიას და პროზას, ასევე თარგმანებს მოიცავს. წარდგენა თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში შედგება. საღამოზე მსმენელის წინაშე წარდგება საქართველოს უსინათლოთა კავშირის ქალთა ანსამბლი „ლირა“.
სტუმარი: ცირა ვეფხვაძე – ალმანახის რედაქტორი.
სატელეფონო ჩართვა: რამაზ მაისურაძე – უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე.
წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.