პირველი არხი – ტელესკოლა V-VI კლასელებისთვის მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადას იწყებს. მოსწავლეებს ოლიმპიადაში ჩართვის შესაძლებლობა საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან სრულიად უსასყიდლოდ შეეძლებათ. ოლიმპიადა სტარტს ციფრულ სივრცეში 1TVplay-ზე (Appstore; playstory;)აიღებს.
ოლიმპიადა მოსწავლეებში მათემატიკური და ლოგიკური უნარების განვითარებას და არასტანდარტული შინაარსის ამოცანების გადაჭრისთვის საჭირო ცოდნის დაუფლებას ისახავს მიზნად.
სტუმრები: კოტე კუპატაძე – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი; თემუკა მოსულიშვილი – პირველი არხის 1Tvplay-ის მენეჯერი
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: