თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორისა და მომღერლის თეიმურაზ გუგუშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. კონცერტის ფარგლებში შესრულდება ქართველი და ევროპელი კომპოზიტორების ვოკალური ნაწარმოებები.
სტუმრები: თეიმურაზ გუგუშვილი – თბილისის ვანო სარაჯიშვილი სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, მომღერალი,
თამარ მარი – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის კურატორი.
წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: