პიკის საათი - თეიმურაზ გუგუშვილი-70
პიკის საათი - თეიმურაზ გუგუშვილი-70

2021 წლის 7 მარტს გამოჩენილი ქართველ ტენორი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი,  თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი თეიმურაზ გუგუშვილი 70 წლის გახდა.  თეიმურაზ გუგუშვილმა  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური სიმღერის ფაკულტეტი 1976 წელს დაამთავრა;  ორი წლის შემდეგ კი თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტი გახდა.  წარმატებული, 40 წელზე მეტი ხნის კარიერის განმავლობაში მან  მრავალი  წამყვანი პარტია შეასრულა როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ოპერებში.

2003-2005 წლებში  თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი იყო. ამჟამად ბატონი თემური  აქტიურ შემოქმედებით, საკონცერტო და პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა.

ჯილდოები: საქართველოს სსრ სახალხო არტისტი, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ზურაბ ანჯაფარიძის  და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის  პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის მფლობელი, მოსკოვის მენდელეევის სახელობის ქიმიის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, მინსკის საერთაშორისო საშობაო საოპერო ფორუმის საპატიო დიპლომის მფლობელი; ირინა არხიპოვას ფონდის ვერცხლის მედლის მფლობელი.  2018 წლის თებერვალში თბილისის   ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის შენობის წინ ბატონ თეიმურაზ გუგუშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

სტუმარი: თეიმურაზ გუგუშვილი – ქართველი ტენორი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი და აკადემიური სიმღერის მიმართულებას ხელმძღვანელი, ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის“ ვოკალური განყოფილების ხელმძღვანელი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: