უკვე მე-9 წელია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა თბილისობისადმი მიძღვნილ კვირეულს სპეციალური პროგრამით აღნიშნავს. ბიბლიოთეკაში, 18-დან 25 ოქტომბრის ჩათვლით, შედგება შეხვედრა მხატვარ და მუსიკოს ბადრი ფილიშვილთან, მკითხველს წარუდგენენ ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გამოცემულ წიგნს ,,ქალები საქართველოდან,“ შედგება შეხვედრა ალექსანდერსდორფის (გერმანული სოფელი დიდუბეში) გადასარჩენად, პროექტის ,,კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს“ფარგლებში ავთანდილ კვასხვაძის ორი წიგნის ,,სიკვდილ-სიცოცხლის როკვა“ და ,,ხავსი, ობი და სისხლი“ წარდგენა გაიმართება. კვირეული ვირტუალური გზამკვლევის ,,კონდუქტორი“ წარდგენით დასრულდება. ,,კონდუქტორი“ეროვნული ბიბლიოთეკისა და საინფორმაციო სააგენტო ,,2020 News“-ის ერთობლივი პროექტია.
სტუმარი: ნინო გედენიძე – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: