პიკის საათი - „თბილისი რიტმი“ მუსიკალური განწყობით ამხნევებს ქალაქს
2020 წლის 28-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით, კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის, სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი რიტმი“ სამდღიან ფესტივალს წარმოგიდგენთ:
28 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში – ჯგუფი „ირიაო“ და მოწვეული სტუმარი თეა დარჩია. 29 ოქტომბერს, „შინაურას“ ეკლექტიკურ სივრცეში, სოულის ჟანრის მომღერალი თინუკა კანდელაკი, ხოლო 30 ოქტომბერს, მსახიობი მურმან ჯინორია მონოსპექტაკლში „ქარი მწყურია მე პირდაპირი“.
ფესტივალი საქართველოს ჯანდაცვის ყველა რეგულაციიის დაცვით ჩატარდება.
სტუმარი: ანი ლაღიძე -ფესტივალის დამაარსებელი; საპროდიუსერო კომპანია „თაგის არტის“ ხელმძღვანელი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: