განათლების საერთო ხარისხის ამაღლება, განათლების სტანდარტების გაუმჯობესება და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა – ეს ის მიზნებია, რომლებიც გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა (გპფ) ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებისთვის 2017 წელს დაისახა.
დაფუძნების დღიდან ფონდმა დააფინანსა და მხარი დაუჭირა განათლების სფეროში მოღვაწე არაკომერციული ორგანიზაციების არაერთ ინიციატივასა და პროექტს ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორებიცაა: მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და პრესტიჟის ამაღლება; მასწავლებელთა პროფესიული განვითარება; პროფესიული გამოცდილების გაზიარება; მომავალი პედაგოგების მხარდაჭერა და წახალისება; პროფესიული განათლების პოპულარიზაცია; პროფესიული გაერთიანებების (საგნობრივი ასოციაციების) გაძლიერება და ინსტიტუციური განვითარება; სასწავლო რესურსების შექმნა (მათ შორის,ონლაინ) ზოგადი განათლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის; არაფორმალური განათლება და ა.შ.
სტუმარი: ზურაბ კერვალიშვილი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: