- სვანეთის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი მესტიაში ჩატარდება. იგი გაიხსნება დეა კულუმბეგაშვილის ფილმით „დასაწყისი“, რომელსაც მსახიობი ია სუხიტაშვილი წარადგენს. ფესტივალზე ასევე შედგება სპეციალური ჩვენებები შემდეგი ქართული ფილმებისა: „შინდისი“, „ჯიმშვანთე“ და „დედე“.
- სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის პირველ გამოშვებაზე წარმოდგენილი იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი. (ფილმების მიღება უკვე დაწყებულია და იგი 20 ივლის სდასრულდება). ჟიურის წევრებს შორის იქნებიან ვენეციისა და ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალების სელექტორი პაოლო ბერტოლინი, რეჟისორი ლევან კოღუაშვილი და რეჟისორი ანა ურუშაძე.
სტუმარი: მარიამ ხაჭვანი – რეჟისორი; ფესტივალის ორგანიზატორი
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: