25 მაისს, განათლების კოალიციისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის 10 ფინალისტი დასახელდა. საკმაოდ წარმომადგენლობითმა და კომპეტენტურმა საბჭომ (ჟიურიმ), კონკურსში ჩართული აპლიკანტებიდან, 10 საუკეთესო დირექტორი შეარჩია, რომლებსაც ქვეყნის საუკეთესო საგანმანათლებლო ლიდერის ტიტულის მოსაპოვებლად კონკურენტულ გარემოში მოუწევთ ბრძოლა. თუმცა, კონკურსს, გრან-პრის მფლობელის გარდა, კიდევ ორი გამარჯვებული ეყოლება. საკმაოდ სოლიდური პრიზების მფლობელი საგანმანათლებლო ლიდერების ვინაობას სექტემბერში შევიტყობთ.
სატელეფონო ჩართვა: ნინო წიფიანი – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლის დირექტორი, ვარდენ ნიქაბაძე – მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის დირექტორი.
წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: