#loveisnottourism დანიაში ჩამოყალიბებული მოძრაობაა, რომელიც პანდემიის გამო სხვადასხვა ქვეყანაში შემორჩენილი წყვილების ინტერესების დაცვას ითვალისწინებს. მოძრაობას უკვე შეუერთდა ევროპის 10-ზე მეტი ქვეყანა, რომლებიც წყვილების მიერ ე.წ. „სიყვარულის პასპორტის“ შევსების საფუძველზე, მათ საზღვრის გადაკვეთის საშუალებას აძლევს.
ევროპის 10-ზე მეტმა ქვეყანამ ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება წყვილებს (მათ შორის ქორწინების მიღმა) საზღვრის გადაკვეთისას პრობლემები არ შეუქმნან. ამ მოძრაობას, ინიციატივის დონეზე, საქართველოც შეუერთდა.
სატელეფონო ჩართვა: თათა სადუნაშვილი – მოძრაობის ინიციატორი საქართველოში, იურისტი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: