სიტყვით საჯაროდ გამოსვლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა საბერძნეთზე, როგორც რიტორების სამშობლოზე საუბრით გადავწყვიტეთ.
სიტვა, გამოხატვის თავისუფლება და სიტყვების ერთმანეთთან დაკავშირების კულტურა საბერძნეთში დაიხვეწა. დემოკრატიულ ათენში რიტორთა დიდი სკოლის არსებობამ ფილოსოფიის, ლოგიკისა და ლიტერატურის განვითარებაც კი განაპირობა. საყურადღებოა, რომ რიტორიკა, გრამატიკა და ლოგიკა ის სამი უმნიშვნელოვანესი დისციპილინა იყო, რაც ყველა პოლიტიკოსს უნდა სცოდნოდა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ათენური დემოკრატიის პრინციპების თანახმად, ყველას ჰქონდა თანაბრად საუბრის უფლება, ანუ სიტყვის უფლება.
სატელეფონო ჩართვა: თათია მთვარელიძე – ელინისტი
წამყვანი: სოფო გოდუაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: