სულხან და ზაზა ნინიძეების მუსიკალური ტრადიციების ოჯახში გაზრდილმა ტატო ნინიძემ სიმღერის ჩაწერა გადაწყვიტა. თავმდაბლად ამბობს, რომ მღერის ისე, როგორც შეუძლია. სიმღერა, რომელიც კომპოზიტორმა ეკა თევზაძემ ზურაბ გოშაძის ტექსტზე შექმნა, თავის დროზე, ზაზა ნინიძეს უნდა ემღერა, რაც ზაზას ტრაგიკული გარდაცვალების გამო განუხორციელებელი დარჩა. ეკა თევზაძემ სიმღერა ტატოს აჩუქა და ამით ,,სიყვარულის ამინდი“ შექმნა ოჯახში, სადაც ადამიანები სიმღერით ცოცხლობენ.
შეგახსენებთ, რომ ტყუპი ძმები ზაზა და სულხან ნინიძეები „ვაჟთა“ ფოლკლორული ანსამბლ „მართვეს“ პირველი თაობის წევრები იყვნენ.
სტუმარი: ტატო ნინიძე
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: