პიკის საათი - „შექსპირი საქართველოში“
პიკის საათი - „შექსპირი საქართველოში“

2020 წლის იანვარში ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკაში გაიმართა დავით მაზიაშვილის სამეცნიერო ღონისძიება „შექსპირი საქართველოში.“ გამოიფინა ქართული შექსპირიანას შესახებ უორდროპების კოლექციაში დაცული უნიკალური ხელნაწერები, წერილები და წიგნები; საქართველოში გამოცემული ალბომები, წიგნები, ლიტერატურული ჟურნალები, სამეცნიერო კრებულები, რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცული უნიკალური აფიშები, პროგრამებიდან ფოტო მასალა, რომელიც ქართული შექსპირიანას თარგმნის, შესწავლისა და სცენური სამეცნიერო მოხსენების ფარგლებში ნაჩვენები იყო დავით მაზიაშვილის დოკუმენტური ვიდეო, რომელიც 1980 წელს რუსთაველის თეატრის ლონდონში ტრიუმფალურ გასტროლს შეეხება და ღონისძიების სპეციალური სტუმრის მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიული წარმოდგენა „შექსპირი სიყვარული,“ რომელიც 2016 წელს რუსთაველის თეატრში დაიდგა და შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.

სტუმრები: დავით მაზიაშვილი – ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეული მკვლევარი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დირექტორი, მარიამ ალექსიძეგიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ სამხატვრო ხელმძღვანელი.

წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

 

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: