პიკის საათი - საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი პროექტი და მედიასახელმძღვანელო შშმ პირების ინტერესებისათვის
პიკის საათი - საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი პროექტი და მედიასახელმძღვანელო შშმ პირების ინტერესებისათვის

საზოგადოებრივი მაუწყებელი შშმ პირთა მხარდასაჭერად ახალ პროექტს იწყებს. შეიქმნება მედია გზამკვლევი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა საკითხების გაშუქების, კომუნიკაციისა და ქცევის წესებს მოიცავს. დოკუმენტი დაფუძნებული იქნება კვლევაზე, პროფესიულ ლიტერატურაზე და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე. გზამკვლევის პრეზენტაცია სექტემბერში შედგება.

„ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი იწყებს და მისი მისიის ნაწილია. დაგეგმილი გვაქვს ტრენინგები ჟურნალისტებისთვის, ოპერატორებისთვის და პროდიუსერებისთვის, რომლებიც პრაქტიკულ სამუშაოებს გაივლიან როგორ უნდა გამოიყენონ გაიდლაინი. ტრენინგებს ჩაატარებენ შშმ პირებიც“ – თინათინ ბერძენიშვილი.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები მსოფლიო მოსახლეობის 10 პროცენტზე მეტს შეადგენს. ამდენად, როცა შშმ ადამიანთა მდგომარეობაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ვსაუბრობთ ყოველი მეშვიდე ჩვენგანის დარღვეულ, უგულებელყოფილ ფუნდამენტურ უფლებებზე“ – გია ჯვარშეიშვილი.

სატელეფონო ჩართვა: თინათინ ბერძენიშვილი – საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი.

სტუმარი: გია ჯვარშეიშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია „ვომეგობროთ“ ხელმძღვანელი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: