კრასნოგრუდა პოლონეთ-ლიეტუვას საზღვართან მდებარე სოფელია, სადაც 15 წლის წინ პოლონელი პოეტისა და პროზაიკოსის, ჩესლავ მილოშის სახლ-მუზეუმი გაიხსნა.
XX საუკუნის ერთ-ერთ დიდ პოეტად მიჩნეულმა ავტორმა 1980 წელს ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურის დარგში.
მუზეუმის დამაარსებლებმა გადაწყვიტეს განეხორციელებინათ გაცვლითი პროგრამა სახელწოდებით „საზღვრებთან ახლოს“ რომლის მიზანია სხვადასხვა ქვეყნებთან კულტურული დიალოგი, ხელოვნების პოპულარიზაცია და მისი განვითარება.
რესპონდენტები: ნინია სადღობელაშვილი – პოეტი; დრამატურგი,
დავით ოკუჯავა – დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ხელმძღვანელი,
ნონა ქარციძე – ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილე.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: