- „ვეკუას კონფერენცია გვაგრძნობინებს, რომ აქ მასპინძლები ვართ და არა სტუმრები“ – ამბობენ სკოლის მოსწავლეები, რომლებიც თავად აგვარებენ წლის შემაჯამებელი შეხვედრის საორგანიზაციო და საკონფერენციო დეტალებს.
სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლაში ყოველწლიური, რიგით მე-15 კონფერენცია 1 ივნისს გაიხსნა. ორი დღის განმავლობაში მოსწავლეები საკუთარ მოხსენებებს წარადგენენ ტექნიკური და ჰუმანიტარული მიმართულებებით.
კონფერენცია სკოლის YouTube არხზე გადაიცემა.
სტუმრები: მაკა ბიბილეიშვილი – სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე; ლევან ლოლაშვილი და ნიკა ლობჟანიძე – სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის მოსწავლეები
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: