პიკის საათი - თაობა - თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი
პიკის საათი - თაობა - თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი

1-5 ივნისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და საქართველოს ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ატარებს გოგი თოდაძის სახელობის თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების მეორე საერთაშორისო ფესტივალს.

წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობს იტალიის, ირანის, სომხეთის, აზერბაიჯანის, პოლონეთის და საქართველოს (თბილისი, ფოთი, მარნეული, ჩხოროწყუ, სამტრედია, ლაგოდეხი და ჩაქვი) სხვადასხვა საბავშვო და პროფესიული თეატრი. წარმოდგენილი იქნება 20-მდე სპექტაკლი. ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ასევე, ჩატარდება ვორქშოფები, როგორც თოჯინური, ასევე დრამატული თეატრის მიმართულებით.

წარმოდგენები გაიმართება მოზარდმაყურებელთა თეატრის, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თოჯინების სახელმწიფო თეატრის სივრცეებში, ასევე ღია ცისქვეშ.

თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის პარალელურად მოზარდმაყურებელთა თეატრი ეროვნული სასახლის წიგნის ფესტივალსაც უმასპინძლებს.

სტუმარი: თიკა რუხაძე – ეროვნული სასახლის დირექტორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: