პირველი არხის ეთერში 2019 წლის იანვრიდან მუსიკალური მეგაპროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“ დაიწყება, რომლის გამარჯვებულიც ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს. ახალი მუსიკალური მეგაშოუ ცნობილი საერთაშორისო მუსიკალური შოუს Pop Idol-ის ანალოგია. კონკურსში მონაწილეობა 16 წლიდან არის შესაძლებელი. რამდენიმე ეტაპად შერჩეული კონკურსანტები მთავარი ჯილდოსთვის იბრძოლებენ. 10 კონკურსანტს შორის საუკეთესოს 4-კაციანი ჟიური და მაყურებლები გამოავლენენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თინათინ ბერძენიშვილი აცხადებს, რომ მეგაშოუზე იმუშავებს ჯგუფი, რომელსაც ბაზარზე დიდი გამოცდილება აქვს.
სტუმარი: თინათინ ბერძენიშვილი – „პირველი არხის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე