პიკის საათი – „საქართველოს ვარსკვლავი“

13:29, 24.10.2018
-0:00

პირველი არხის ეთერში 2019 წლის იანვრიდან მუსიკალური მეგაპროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“ დაიწყება, რომლის გამარჯვებულიც ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს. ახალი მუსიკალური მეგაშოუ ცნობილი საერთაშორისო მუსიკალური შოუს Pop Idol-ის ანალოგია. კონკურსში მონაწილეობა 16 წლიდან არის შესაძლებელი. რამდენიმე ეტაპად შერჩეული კონკურსანტები მთავარი ჯილდოსთვის იბრძოლებენ. 10 კონკურსანტს შორის საუკეთესოს 4-კაციანი ჟიური და მაყურებლები გამოავლენენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თინათინ ბერძენიშვილი აცხადებს, რომ მეგაშოუზე იმუშავებს ჯგუფი, რომელსაც ბაზარზე დიდი გამოცდილება აქვს.

სტუმარი: თინათინ ბერძენიშვილი„პირველი არხის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე

 

  

 

 

მსგავსი