პიკის საათი - საქართველოს სინფონიეტა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი საქართველოს სინფონიეტა კონცერტებს გამართავს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში: რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო და ზემო სვანეთში, ამბროლაურში, ონში, ცაგერში, ლენტეხში, მესტიასა და ლატალში.
პროექტით გათვალისწინებული ქალაქების და რაიონული ცენტრების უმეტესობაში არასოდეს გამართულა ორკესტრის კონცერტი, ზოგიერთ მათგანში კი წინა საუკუნის შემდეგ აღარ მისცემიათ ორკესტრის მოსმენის შესაძლებლობა.
სტუმარი: გიორგი ქერელაშვილი – საქართველოს სიმფონიეტას სამხატვრო ხელმძღვანელი.
წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.