პიკის საათი - საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლითაც საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის 9 კაციანი შემადგენლობა დამტკიცდა. კომისიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, იმუნოლოგი ნუნუ მიცკევიჩი უხელმძღვანელებს.
საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში.
პრემია გაიცემა ყოველწლიურად და მას შეიძლება ერთი, ან ორი გამარჯვებული ჰყავდეს .
ნუნუ მიცკევიჩი – საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის ხელმძღვანელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, იმუნოლოგი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: