5-7 აპრილს, ლონდონის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, საქართველოს ეროვნულ სტენდს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და მწერალთა სახლი წარადგენენ. საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე უკვე მერვედ იღებს მონაწილეობას და, ტრადიციულად, ბრიტანულ წიგნის ბაზარზე ქართველი ავტორებისა და გამომცემლების პოპულარიზაციას ემსახურება.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე, რომელიც 18 კვ. მეტრს შეადგენს, წარმოდგენილი იქნება 200-მდე დასახელების ახალი ქართული გამოცემა, ასევე ქართველი გამომცემლების, მწერალთა სახლისა და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ მომზადებული კატალოგები. დამთვალიერებლებს სტენდზე 2016-2020 წლების ქართულ წიგნის ბაზრის კვლევის ნახვაც შეეძლებათ.
ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება უკრაინის თემაზე შექმნილი მხარდამჭერი ილუსტრაციები, რომლებიც ქართველმა ილუსტრატორებმა გიორგი გაგოშიძემ, სონია ელიაშვილმა, გიორგი ჯინჭარაძემ და თეონა ჭანიშვილმა სპეციალურად უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად შექმნეს.
სატელეფონო ჩართვა ლონდონიდან: გვანცა ჯობავა – საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, გამომცემლობა „ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობის მენეჯერი
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: