პიკის საათი - „სანდრო ახმეტელი 135“
პიკის საათი - „სანდრო ახმეტელი 135“

2021 წლის 13 აპრილს ქართული თეატრის რეფორმატორ ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელს 135 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით სატელევიზიო ფილმი მზადდება, რომლის პრემიერაც 8 აგვისტოსაა დაგეგმილი.

„არცერთი გადაღება ცრემლის გარეშე არ დამისრულებია – ამბობს ფილმის რეჟისორი გვანცა მეფარიშვილი, რომელმაც ფილმი თბილისის მერიისა და „თბილისის განათლებისა და კულტურის ცენტრის“ დახმარებით გადაიღო.

შემოქმედებითი ჯგუფის წევრები აანონსებენ, რომ ეს არის ფილმი, რომელიც დღემდე უცნობ არაერთ ფაქტს მიიტანს მაყურებლამდე.

სტუმარი: გვანცა მეფარიშვილი – ფილმის რეჟისორი.

სატელეფონო ჩართვა: ნეკა სებისკვერაძე – პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი; „თბილისის განათლებისა და კულტურის ცენტრის“ წარმომადგენელი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: