პიკის საათი - „სახლი სათამაშოები“ - თეონა ჭანიშვილის გამოფენა
პიკის საათი - „სახლი სათამაშოები“ - თეონა ჭანიშვილის გამოფენა

„სახლი სათამაშოები“ თეონა ჭანიშვილის ნამუშევრების სერიაა, სადაც მხატვარი თავის ბავშვობას ვიზუალურ ამბებად წარმოგვიდგენს.

გასული საუკუნის 80-იანი წლების პატარა, ზღვისპირა ქალაქი, საბჭოთა კავშირის საზღვარი სხვა სამყაროსთან – თითქოს ფერადი და ლაღი ბავშვობა, ბევრი ცა და ზღვა – და ამავე დროს ჩაკეტილ სივრცეში შეზღუდული პერსპექტივების განცდა ერთგვარ სიურეალისტურ სურათს ქმნის.

სახლი – უშინაარსო ოთახები კლაუსტროფობიულად ვიწრო პერსპექტივებით; ყვავილები – ხელოვნური, უსიცოცხლო; დამტვრეული თოჯინები; სკოლა… ნივთები და გარემო, რომელიც ქმნის საბჭოთა ადამიანის იდენტობას.

სტუმარი: თეონა ჭანიშილი – წიგნის მხატვარი; გარეკანის დიზაინერი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: